როგორ მუშაობს Bargito?

Bargito ამანათის გამგზავნს აკავშირებს ადამიანთან, რომელიც იმავე მიმართულებით ისედაც მიფრინავს. სულ ოთხი ნაბიჯია.

ℹ️ ონლაინ დაჯავშნა და გადახდა დროებით შეჩერებულია და მალე ჩაირთვება.

1

იპოვეთ მგზავრი

მოძებნეთ მგზავრი, რომელიც თქვენი მიმართულებით მიფრინავს, მაგალითად თბილისიდან ბერლინში. ნახავთ მის მარშრუტს, თარიღსა და ფასს.

2

დაჯავშნეთ ადგილი

აირჩიეთ მგზავრი და დაჯავშნეთ ადგილი ამანათისთვის. მიუთითეთ ამანათის ტიპი, წონა და ღირებულება.

3

გადაეცით ამანათი კოდით

ამანათს მგზავრს პირადად და დაულუქავად გადასცემთ: მას შიგთავსის შემოწმების უფლება აქვს. გადაცემას ერთჯერადი კოდი ადასტურებს, რომელსაც ელფოსტით გამოგიგზავნით.

4

ჩაბარება მეორე კოდით

გადაცემისთანავე მეორე, ჩაბარების კოდს გამოგიგზავნით. ის მიმღებს გადაეცით. მიმღები კოდს მგზავრს მხოლოდ მაშინ ეუბნება, როცა ამანათს ხელში მიიღებს. ამით გარიგება სრულდება.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება გადახდა?

ონლაინ დაჯავშნა და გადახდა დროებით შეჩერებულია და მალე ჩაირთვება. როცა ჩავრთავთ, გადახდის წესებს წესებსა და პირობებში გამოვაქვეყნებთ. მანამდე ნუ გადაუხდით თანხას წინასწარ ადამიანს, რომელსაც პირადად არ იცნობთ.

რა არის გადაცემის კოდი?

4-ნიშნა კოდი, რომელსაც გამგზავნს ელფოსტით ვუგზავნით. მგზავრს მას მხოლოდ მაშინ ეუბნებით, როცა ამანათს ხელში გადასცემთ. ასე დასტურდება, რომ გადაცემა შედგა.

რა არ შეიძლება გავაგზავნო?

აკრძალულია ნარკოტიკები, იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები, მალფუჭებადი პროდუქტი და ყველაფერი, რისი გადატანაც კანონით აკრძალულია. სრული სია საიტზე, უსაფრთხოების გზამკვლევშია.

რამდენად იაფია კურიერთან შედარებით?

Bargito ჩვეულებრივ კურიერზე რამდენჯერმე იაფია, რადგან მგზავრი ისედაც მიფრინავს და თქვენ მხოლოდ ბარგის თავისუფალ ადგილში იხდით. ფასს თავად მგზავრები ადგენენ.

მგზავრის ძებნა →